ნინი შენგელია
ციფრული დემოკრატიის ცენტრის ხელმძღვანელი, სექტორი 3-ის fellow და სოციალური მედიის სამართლის სპეციალისტი. მართვისა და კომუნიკაციების საერთაშორისო უნივერსიტეტის “ალტერბრიჯის” წარმომადგენელი.
ნინი განათლებით იურისტია. დამთავრებული აქვს King’s College London-ის სამართლის ფაკულტეტი. დაამთავრა BPP University-ის მაგისტრატურა, წამყვანი იურიდიული კომპანიის „Herbert Smith Freehills” სრული დაფინანსებით.
არის მედია სამართლის დოქტორანტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მკვლევარი და ანალიტიკოსი სოციალური მედიის სამართლისა და ციფრული კონსტიტუციონალიზმის მიმართულებით.
ნინი ლექციებს კითხულობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
აქვს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება სამართლისა და საგარეო ურთიერთობების სფეროში, პროექტების მართვის მიმართულებით.
ნინი მუშაობდა გლობალურ რეიტინგში მეოთხე ადგილზე მყოფ იურიდიულ კომპანიაში
„Herbert Smith Freehills“ (ლონდონის სათაო ოფისი) და ლონდონის სიტის წამყვან იურიდიულ კომპანიაში „Stephenson Harwood“.
ნინი ასევე მუშაობს კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტში. მუშაობდა საქართველოს თანა-ინვესტირების ფონდში მთავარ იურისტად და თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში.