სოფო თვალავაძე
საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების სამინისტრო, კავშირგაბმულობის საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტი
სოფოს სატელეკომუნიკაციო და ფოსტის სფეროში მუშაობის 17 წლიანი გამოცდილება აქვს.
საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების სამინისტროში მისი საქმიანობა დაკავშირებულია სატელეკომუნიკაციო და ფოსტის სფეროში ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებთან, როგორებიცაა სფეროს განვითარებისთვის სხვადასხვა დოკუმენტების პროექტებზე და საერთაშორისო ხელშეკრულებებზე მუშაობა, საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების პროექტების ექსპერტიზა/განხორციელებაში მონაწილეობა, საოპერატორო კომპანიების მიერ მოწოდებული სხვადასხვა მაჩვენებლების ანალიზი, მთავრობათაროშისი კომისიის სხდომებში მონაწილეობა, დარგობრივი კონფერენციების და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, ნორმატიული და ქვენორმატიული აქტების პროექტების, წინადადებების, დასკვნების, მოხსენებებისა და სხვა მასალების მომზადება.
მას აქვს როგორც სფეროს ოპერატორებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მისი ყოველდღიური სამიანობა საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის წარმართვა და კოორდინაცია, ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის სფეროს განვითარების მიზნით საერთაშორისო პროექტების შემუშავება და განხორციელებაში მონაწილეობაა.
სოფო ფლობს თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს მანამდე დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის მაგისტრატურა. ის არის საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) Telecom World-ის ორგზის შერჩეული მონაწილე (2003,2006). ფლობს ქართულ, ინგლისური, და რუსულ ენებს.