2022 წლის 20 სექტემბერს, 14.30 საათზე, სასტუმროში „პულმანი (Axis Towers)“, საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმი, შუალედურ შეხვედრას გამართავს. ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია ახალგაზრდული ინტერნეტ მმართველობის ფორუმის დაფუძნება და მრჩეველთა საბჭოს არჩევა. ამავდროულად, ფორუმზე განიხილება ინტერნეტ მმართველობის სფეროში განხორციელებული ძირითადი აქტივობები, სამომავლო გეგმები და მოლოდინები 2022 წლის ინტერნეტ მმართველობის ფორუმის მიმართ.
ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის „მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით.