ალექსანდრე მეზურნიშვილი

ინფორმაციული უსაფრთხოების დარგში 11 წლიანი სტაჟით, რომლის დასაწყისი იყო 2009 წელი, როდესაც საქართველოში მოქმედ ერთ-ერთ მსხვილ ბანკში, ინფორმაციული უსაფრთხოების კუთხით დაიწყო საქმიანობა.

2016 წლიდან იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის (ყოფილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის) ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი და ახორციელებდა კერძო და საჯარო დაწესებულებების აუდიტს, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით.
2017 წლიდან არის მოწვეული ლექტორი საქართველოს უნივერსიტეტში და კითხულობს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კურსს.

2019 წლიდან კვლავ დაუბრუნდა საბანკო სფეროს და განაგრძობს საქმიანობას ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში.
2020 წლიდან უძღვება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (DPO) სასერთიფიკატო კურსს.
მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ კონფერენციასა თუ სემინარში.