ანზორ მეხრიშვილი

BDO Digital-ის კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი და მონაცემთა დაცვის ოფიცერი
2011-2018 წლებში ანზორი მუშაობდა 3 სხვადასხვა კომერციულ ბანკში.

ამ პერიოდში ის იყო პასუხისმგებელი ინფორმაციული უსაფრთხოების კონტროლის მექანიზმებისა და რისკების მართვის პროცესის დანერგვაზე, თანამშრომლებში ცნობიერების ამაღლებაზე, უმაღლეს მენეჯმენტთან ანგარიშგებაზე და მარეგულირებელი ორგანოების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე. ასევე ჩართული იყო IT პროექტებში ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების ანალიზის კუთხით.
2018 წლიდან ის არის BDO Digital-ის კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი. ამ პერიოდში მის გუნდთან ერთად განახორციელა IT აუდიტის, უსაფრთხოების აუდიტისა და კონსალტინგის პროექტები საფინანსო, საცალო ვაჭრობის, სამედიცინო და სადაზღვევო სექტორში. 2019 წელს მისი ხელმძღვანელობით BDO-ში წარმატებით დაინერგა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის საერთაშორისო სტანდარტი ISO / IEC 27001:2017.
პარალელურად ანზორი არის მოწვეული ლექტორი BDO Academy-ში.
ანზორი ფლობს შემდეგ საერთაშორისო სერტიფიკატებს:
• ISO 27001:2017 Senior Lead Implementer
• ISO 27001:2017 Senior Lead Auditor
• CISM – Certified Information Security Manager
• CISA – Certified Information Systems Auditor