არჩილ ჯაველიძე

ფლობს როგორც ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს საერთაშორის სამართლის მიმართულებით, ასევე – ილინოისის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო და ტრანსნაციონალურ სამართალში. მას აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება. 2015 წლიდან დასაქმებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სხვადასხვა პოზიციებზე. ამჟამად არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.