გიგა ჩოხელი

პროგრამული უზრუნველყოფისა და ხელოვნური ინტელექტის ინჟინერი

გიგა ჩოხელი 8 წელზე მეტია მუშაობს სახელმწიფო და ბიზნეს სექტორში პროგრამული უზრუნველყოფისა და ბოლო პერიოდში უკვე ხელოვნური ინტელექტის ინჟინერიის მიმართულებით.

კარიერის ადრეული პერიოდიდანვე მისთვის ყველაზე საინტერესო გამოწვევა (დიდ) მონაცემებთან მუშაობა იყო, თუმცა ამავდროულად ჩნდებოდა ფილოსოფიური კითხვები ამ ხელსაწყოებისა და შესაძლებლობების ეთიკურად გამოყენებასთან დაკავშირებით. ამ კითხვებზე პასუხების მოსაძიებლად სწავლა ბოსტონში, მასაჩუსეტსის შტატში გააგრძელა. აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში შეხვდა ხელოვნური ინტელექტის, პირადი ინფორმაციისა და უსაფრთხოების  ფილოსოფიის პიონერებს (მათ შორის ბრუს შნაიერს, ნოამ ჩომსკის).

21-ე საუკუნის ცივილიზებულ საზოგადოებაში მიდგომა, რომ ჯერ შევქმნათ და შედეგებზე შემდეგ ვიფიქროთ ჯერ კიდევ მყარადაა გამჯდარი. საბოლოოდ – მივდივართ წინ ტექნოლოგიურად, თუმცა მე-20 საუკუნის კანონმდებლობით ვცდილობთ 21-ე საუკუნის ტექნოლოგიების მართვასა და რეგულირებას. ამოცანა – გარდაუვალი ავარიის შემთხვევაში, ერთ კაცს უნდა დაეჯახოს ავტოპილოტირებული მანქანა თუ 4 ბავშვს – ჯერ-ჯერობით გადაუჭრელია.