გიორგი ალადაშვილი ამჟამად მუშაობს სახელმწიფო სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში და ასრულებს მის დოქტურანტურას (სამართალმცოდნეობა) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მას მიღებული აქვს ERASMUS MUNDUS-ისა (გრონინგენი) და DAAD-ის (ფრაიბურგი) სტიპენდიები. მას ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული ინტერნეტის მმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ღონისძიებებში, კერძოდ, ის მონაწილეობდა როგორც 2019 წლის SEEDIG-ში (ბუქარესტი), ასევე იმავე წლის YouthDIG-ში (ჰააგა) და იქვე ჰააგაში წარადგინა ახალგაზრდული გზავნილები 2019 წლის EuroDIG-ზეც. ბატონი ალადაშვილი აგრეთვე წარმოადგენდა EuroDIG-ს იმავე წლის ბერლინის ინტერნეტის მმართველობის ფორუმზე (IGF) და ასევე მუშაობდა ონლაინ YouthDIG 2020-ის პროგრამული კომიტეტის წევრად.