გიორგი გვასალია
ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი

გიორგი გვასალიას აქვს 10+ წლიანი გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების, კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში.

გიორგი ამჟამად სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერია, ამასთანავე იგივე პოზიციაზეა სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, როგორც ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი (2016-დღემდე).

ასევე პარალელურად ის ააიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტი (IDIT)-ის დამფუძვნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. IDIT-ის გუნდთან ერთად გიორგიმ ბევრი საჭირო პროექტი განახორციელა, ასევე შექმნა ანტი ბულინგის პლატფორმა და არის დამაარსებელი საქართველოში “ანტი ბულინგის (კიბერ ბულინგის)” დღისა.

2014-2016 წლებში იგი მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის ინფორმაციული სისტემების სამმართველოს რისკების შეფასებისა და მართვის განყოფილების უფროსად, სადაც გახდა NATO-ს სერთიფიცირებული ICT ექსპერტი, ხოლო 2016 წელს კი გადაინაცვლა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკის და დაგეგმვის სამმართველოს უფროსის მოადგილედ.

2014 – 2016 წლებში გიორგი იყო სსიპ კოლეჯი “ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის” მოწვეული პროფესიული მასწავლებელი “ვებ პროგრამირების” მიმართულებით.

2012-2014 წლებში იგი მუშაობდა საჯარო სამსახურის ბიუროში უფროს პროგრამისტად. მნიშვნელოვანია,რომ მან ამ პერიოდში შექმნა “თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ონლაინ სისტემა”, რომელიც არის გაეროს საჯარო სამსახურის 2013 წლის კონკურსში გამარჯვებული კატეგორიაში: „კორუფციის პრევენცია და დამარცხება“.

გიორგიმ 2015 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში გახდა ორგზის ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის (Infomatrix) ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელი.
მისი საქმიანობის სფეროებია: ინფორმაციული უსაფრთხოება, კიბერ უსაფრთხოება, ელექტრონული მმართველობა, უფლებები ონლაინ სივრცეში, ონლაინ სივრცის ადაპტაცია და ხელმისაწვდომლობა.