გიორგი იაშვილი

საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების ასოციაციის (GISA)

აღმასრულებელი დირექტორი

არის ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი, დოქტორანტი, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში წარმატებული მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით. დაცული აქვს ორი სამაგისტრო დისერტაცია, მათ შორის ერთი – კარდიფის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი).

იგი წლების მანძილზე გახლდათ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის IT ინფრასტრუქტურისა და კიბერუსაფრთხოების სამმართველოს უფროსი და საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების მთავარი ოფიცერი (CISO).

ამჟამად, გიორგი გახლავთ კიბერუსაფრთხოების კონსულტანტი USAID-ის რამდენიმე პროექტში სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, უკრაინაშიც, სადაც იგი კონსულტაციას უწევს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კიბერუსაფრთხოების რისკების მართვის მიმართულებით.

ის აგრეთვე ხელმძღვანელობს ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ინოვაციური სერვისების მომწოდებელ კომპანია „GSI Partners“-ს და ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ორგანიზაციის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის შეფასებისა და აუდიტის მიმართულებით.

გიორგი არის ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის – ISO 27001-ის სერტიფიცირებული სპეციალისტი (Lead Implementer, Lead Auditor) ბრიტანეთის სტანდარტების ინსტიტუტის (BSI) მიერ.

იგი ასევე კითხულობს ლექციებს კიბერუსაფრთხოების მართვის მიმართულებით საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში, რეგულარულად მონაწილეობს რეგიონალურ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში და აგრეთვე, საუბრობს კიბერუსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებზე საჯარო ლექციების ფორმატშიც.