ეკატერინე იმედაძე

კომუნიკაციების კომისიის სატალეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი

• საერთაშორისო აღრიცხვის, ანგარიშგების და რისკების მართვის მენეჯერი;
• გლობალური და საერთაშორისო პროექტების მართვის მენეჯერი;
• ბრედფორდის უნივერსიტეტის მაგისტრი;
• თსუ-ს ფიზიკის მაგისტრი,
• თსუ-ს გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, ხელოვნური ინტელექტის მოდელირების დოქტორანტი

კომუნიკაციების კომისიაში 2019 წლიდან მუშაობს. ეკას სატელეკომუნიკაციო სფეროში, როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო დონეზე მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება აქვს, ის კომისიაში სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

ეკატერინე ფლობს ბრედფორდის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს და ამჟამად ნიუ – იორკის ფინანსთა ინსტიტუტში ბლოკჩეინის ტექნოლოგიებს სწავლობს დისტანციურად
მანამდე დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ფიზიკის ფაკულტეტის მაგისტრატურა კომპიუტერული მოდელირების განხრით და ხელოვნური ინტელექტის მოდელირებისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის ასპირანტურა. ეკას კავკასიის უნივერისტეტის მიერ მინიჭებული აქვს ფინანსურ მენეჯმენტში მაგისტრის ხარისხი. ფლობს ქართულ, ინგლისური, გერმანულ და რუსულ ენებს.

ეკა 11 წლის მანძილზე მუშაობდა კომპანია “VEON”-ში, სადაც სხვადასხვა დროს წამყვან პოზიციებს იკავებდა. კომპანიის ამსტერდამის ოფისში ის გლობალური პროექტების მენეჯერი იყო რეპორტინგისა და აღრიცხვის მიმართულებით. ეკას ამავე კომპანიაში რისკების მართვის, ასევე ფინანსური კონტროლის და საერთაშორისო ანგარიშგების მენეჯერის პოზიცია ეკავა. გარდა ამისა, ეკა რამდენიმე წამყვანი კერძო კომპანიის ფინანსურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.