თამთა მურადაშვილი
შპს „მთავარი არხის“ დირექტორი 2019 წლის აგვისტოდან
2008 წლიდან 2019 წლის აგვისტომდე თამთა მურადაშვილი იყო „რუსთავი2-ის“ მთავარი იურისტი. მანამდე ის მუშაობდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში. მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს აკადემიურ საქმიანობას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (ჯიპა), სადაც ის ასწავლის მედია სამართალს 2017 წლიდან.
თამთა მურადაშვილს აქვს სამართლის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (2006) და ვენის უნივერსიტეტიდან (2015) ევროპული და საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სპეციალიზაციით. ის არის ადვოკატი სამოქალაქო სამართლის მიმართულებით. 2019 წლიდან ის არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში მედიისა და კომუნიკაციის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციის წევრი.