ივანე მახარაძე
საქართველოს კომუნიკაციების კომისიის აუდიოვიზუალური მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტის ხელმძღვანელია

იგი 13 წელია კომუნიკაციების კომისიაში მუშაობს, გავლილი აქვს ყველა საფეხური და 2013 წლიდან ხელმძღვანელობს აუდიოვიზუალური მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტს.

ივანე პროფესიით იურისტია, 1999-2004 წლებში დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ხოლო 2005-2006 წლებში გახდა ზაარბრიუკენის უნივერსიტეტის ევროპის მედია სამართლის მაგისტრი. ფლობს ქართულ, გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

ივანე მახარაძე არის საქართველოს წარმომადგენელი მედიის მარეგულირებელი ორგანოების ევროპულ პლატფორმაში და (EPRA) ევროპის აუდიო-ვიზუალურ ობსერვატორიაში; ასევე, 2017–2018 წლებში ივანე იყო მედიის პლურალიზმისა და მედიის მფლობელობის გამჭვირვალობის კომიტეტის წევრი.