მარი მალვენიშვილი

კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრის დირექტორი

2010 წლიდან მუშაობს კიბერუსაფრთხოების სფეროში, იყო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) კიბერთავდაცვის მიმართულების ხელმძღვანელი და მონაწილეობდა ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვაში. მარი ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის მკვლევარი და ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების კვლევების ევროპული ცენტრის კიბერუსაფრთხოების პროგრამის კურსდამთვარებულია. ამჟამად არის პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი. მისი კვლევითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ინფორმაციული ოპერაციები, რუსეთის კიბერშესაძლებლობები და კიბერუსაფრთხოების მენეჯმენტი.