მერაბ ქათამაძე
ფლობს მაგისტრთან გათანაბრებულ დიპლომს მართვის ინფორმაციულ სისტემებში, ინჟინრის კვალიფიკაციით

მერაბ ქათამაძე 2014 წლიდან მუშაობს კომუნიკაციების კომისიაში. 2015 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ იგი არჩეულ იქნა კომუნიკაციების კომისიის წევრად.

მერაბ ქათამაძეს უზარმაზარი გამოცდილება აქვს სხვადასხვა სფეროებში, როგორებიც არის: მაუწყებლობა, ელექტრონული კენჭისყრა, საგამომცემლო საქმიანობა. მერაბ ქათამაძე ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მერაბ ქათამაძე არის ინტერნეტ საზოგადოების საქართველოს განყოფილების წევრი. იგი არის მთის საზოგადოების ინტერნეტის პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი და მთავარი ხელშემწყობი. პროექტი ითვალისწინებს საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით დაფარვას.

მერაბ ქათამაძე არის კომუნიკაციების კომისიასა და RIPE ქსელის საკოორდინაციო საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმომწერი კომისიის სახელით. იგი აქტიურად უწყობს ხელს ამ ორ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობას მემორანდუმის ფარგლებში.

მერაბ ქათამაძე საუბრობს ქართულად (მშობლიური ენა), რუსულად და ინგლისურად.