ნატალია ვუტოვა
ნატალია არის იურისტი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში აქტიურადაა ჩართული დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მხარდაჭერაში ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ამ პერიოდის განმავლობაში ის მუშაობდა ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა ექიმები საზღვრებს გარეშე (MSF), ეუთო და ევროპოს საბჭო. მანამდე ნატალია მუშაობდა ჩეჩნეთში ექიმები საზღვრებს გარეშე (MSF) მისიის კოორდინატორის მოადგილედ (1997), ბოსნია და ჰერცოგოვინაში ეუთოს მისიის იურისტ-მრჩევლად ომის დანაშაულებთან მიმართებით, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილედ უკრაინაში და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმღვანელად სომხეთში.
ბოლო წლებში ნატალია ასწავლიდა ადამიანის უფლებების სამართალს სომხეთისა და ბულგარეთის უნივერსიტეტებში. ნატალია ფლობს სტრასბურგის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხს cum laude, საერთაშორისო და ევროპული სამართლის მაგისტრის ხარისხს პარიზის II უნივერსიტეტიდან და სამართალმცოდნეობის ხარისხს ბულგარეთის სოფიის უნივერსიტეტიდან.
რადგანაც ევროპულ საერთაშორისო ორგანიზაციაში ბიუროკრატობა არ აკმაყოფილებდა ნატალიას ცნობისმოყვარეობას სამყაროს მიმართ, მან ცოტა ხნის წინ მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ქცევის მეცნიერებაში ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლიდან (LSE) და ამჟამად იყენებს ახლადშეძენილ უნარ ჩვევებს საზოგადოებრივი პოლიტიკის განვითარებაში, კერძოდ დისკრიმინაციისა და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.