სერგი ჯორბენაძე

არის ასოც. პროფესორი და სამართლის დოქტორი. მას დიდი გამოცდილება გააჩნია მედიასამართლის მიმართულებით. იგი 2013 წლიდან ასწავლის უნივერსიტეტში მედიასამართალს. მას დაწერილი აქვს წიგნები მედიასამართლის, სოციალური მედიის სამართლის, რეკლამის სამართლისა და ინფორმაციის თავისუფლების თაობაზე. სერგი ჯორბენაძე არის ადვოკატი. მას გააჩნია სასამართლოში საქმიანობის პრაქტიკული გამოცდილება და მისი მარწმუნებლები (კლიენტები) არიან მედიაკომპანიები.

სერგი ჯორბენაძე არის 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. განსაკუთრებით გამოსარჩევია, გერმანულ ენაზე გამოცემული სტატიები, რომელიც გამოქვეყნდა გერმანულ მაღალრეიტინგულ სამეცნიერო-სამართლებრივ ჟურნალებში (Zeitschrift für Datenschutz, Wirtschaft und Recht in Osteuropa, Zeitschtift für Internationales Wirtschaftsrecht, Osteuropa-Recht). იგი საუბრობს ქართულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე.