ხათუნა ბურკაძე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორი
ხათუნა ბურკაძემ ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლა დაამთავრა.
იგი გახლდათ ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის მკვლევარი. ამასთანავე, ის იყო კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის, ბარდ კოლეჯისა და ფლეტჩერის სკოლის მიწვეული პროფესორი.
პროფესორმა ბურკაძემ წარმატებით დაასრულა ჰარვარდის უნივერსიტეტის მოლაპარაკებებისა და ჯორჯ მარშალის ევროპული უსაფრთხოების საკითხთა კვლევითი ცენტრის უსაფრთხოების გაღრმავებული სწავლების ლიდერთა პროგრამები. ასევე, ის არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამის კურსდამთავრებული ამერიკის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. ხათუნა ბურკაძე იყო 2018 წლის ევროპული კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი ჰარვარდში.
ხათუნა ბურკაძე არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორია. მისი სტატიები „ფლეტჩერ ფორუმშიცაა“ გამოქვეყნებული და ციტირებულია “Harvard National Security Journal”-ში.
პროფესორ ხათუნა ბურკაძეს აქვს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებაში მუშაობის გამოცდილება. კერძოდ, ხათუნა ბურკაძე მუშაობდა საქართველოს პარლამენტში, მთავრობის ადმინისტრაციაში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უზენაეს სასამართლოში.