ხათუნა შუბითიძე

.GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის ადმინისტრირების განყოფილების უფროსი.

10 წელზე მეტი ხნის მუშაობის გამოცდილება სატელეკომუნიკაციო სფეროში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ვებგანვითარების, მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ონლაინ გამოცემებისა და პლატფორმების როგორც სარედაქციო, ისე ადმინისტრირების მიმართულებით. 2018 წელს .GE ზონაში განხორციელებული რეფორმის თანაინიციატორი და პროექტის მენეჯერი. ამჟამინდელი პოზიციის ფარგლებში ახორციელებს .GE ზონაში აკრედიტირებული რეგისტრატორების სამუშაო პროცესის მენეჯმენტს, მონაწილეობს ინტერნეტ სფეროს წარმომადგენლობით ფორუმებში.