ალიონა სინიოვა
არის ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელიც იტ და უსაფრთხოების სფეროებში 10 წლიანი გამოცდილება აქვს.
უსაფრთხოებაში კარიერა 2015 წლიდან დაიწყო, სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე. იყო პასუხისმგებელი უსაფრთხიოებოს ოპერაციების ცენტრის განვითარების სტრატეგიაზე, ბიზნესის უწყვეტობის მართვაზე და რეგულატორული და ინდუსტრიული სტანდარტების დანერგვაზე როგორიც არის NIST, ISO 27001, CIS top 20, SIM3 model და ა.შ.
კარიერა გააგრძელა ინტეგრატორულ კომპანია ორიენტ ლოჯიკში, სადაც შექმნა ბაზა ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტისა და გაყიდვების სტრატეგიის ჩამოყალიბებას. დანერგილი აქვს უამრავი კომპლექსური პროექტი საბანკო, სახელმწიფო და ჯანდაცვის სექტორებში.
2020 წელს, შექმნა პირველი ქალბატონებზე ორიენტირებული ასოციაცია “ქალები ინფორმაციულ და კიბერუსაფრთხოებაში”, რომლის მიზანია კიბერუსაფრთხოების სფეროში ნაკლებად წარმოდგენილი ქალბატონების გაერთიანება და მათ შორის ურთიერთობების გამყარება, მათი პოტენციალის და კარიერული ზრდის ხელშეწყობა, ცნობისმოყვარეობისა და ენთუზმიამის გაღვივება აღნიშნული სფეროს მიმართ!
ამჟამად მუშაობს ინფორმაციული უსაფრთხოების კონსულტანტის პოზიციაზე კერძო სექტორში.
არის სერტიფიცირებული SO 27001 სტანდარტის დანერგვის სპეციალისტი, ISO 9001 აუდიტორი და ფლობს ISACA-ს სერტიფიცირებული ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის (CISM) სტატუსს.