გიორგი გოცირიძე
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობს 2009 წლიდან, 2019 წლიდან არის საკონსტიტუციო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელი.
2009 წლიდან დღემდე გიორგი გოცირიძე იყო საიას საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი;
2008-2009 წლებში იგი მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამის ადამიანის უფლებათა ექსპერტად;
2006-2008 წლებში კი, გიორგი გოცირიძე მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე;
გიორგი გოცირიძემ 2005 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; 2012-2013 წლებში სწავლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩრდილოეთ ოჰაიოს უნივერსიტეტში კლაუდ პეტიტის სამართლის სკოლაში (სამართლის მაგისტრის პროგრამა).