ეკა ყუბუსიძე
დაბადებული 1973 წლის 28 მაისს.
1990 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 164-ე ფიზიკა-მათემატიკური საშუალო სკოლა. 1995 წელს მიღებული აქვს განათლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტი, სპეციალობით ეკონომიკა და მართვა. 2009 წელს დამთავრებული აქვს საერთაშორიოსო სკოლა ”ბრიტანული ცენტრი”. 1997-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს საკონტროლო-საინსპექციო, სამართლებრივი უზრუნველყოფის და საგარეო ურთიერთობათა სამმართველოებში. 2001-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ადმინისტრაციის საგარეო ურთიერთობათა სამმართველოს, საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსის მოადგილედ. 2002-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ადმინისტრაციის საგარეო ურთიერთობათა სამმართველოს უფროსის მოადგილედ. 2005 წლიდან მუშაობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. 2007-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო დეპარტამენტის ინფოკომუნიკაციების სამმართველოს უფროსად. 2015 წლის დეკემბრიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიებისა დეპარტამენტის უფროსი. 2007 წელს გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების კურსი ინდოეთის კავშირგაბმულობის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (ქ. მუმბაი). მონაწილეობდა ახალი თაობის ქსელების (NGN) სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში არის Georgian Governmental Network იდეის თანაავტორი და პროექტის თანაორგანიზატორი. მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ნუმერაციაზე სისტემის შექმნასა და განხორციელებაში. მონაწილეობდა საქართველოში ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროექტში. არის DCFT და AA ფარგლებში საკანონმდებლო ნორმატიული აქტების ევროპულ დირექტივებთან და რეგულაციებთან ჰარმონიზაციის, საქართველოს მხრიდან კოორდინატორი. არის Georgian IT Innovation Event-ის თანაავტორი და თანაორგანიზატორი