ლიკა წიკლაური
2018 წლის სექტემბრიდან დღემდე სახალხო დამცველის აპარატის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტრული უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი
2014 წლიდან 2018 წლის სექტემბრამდე ლიკა წიკლაურს ეკავა სახალხო დამცველის აპარატში, თავდაპირველად მართლმსაჯულების დეპარტამენტის, ხოლო 2015 წლის იანვრიდან სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტრული უფლებების დაცვის დეპარტამენტში დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიცია. მანამდე, 2008 წლიდან იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტი, ხოლო 2009 წლიდან ამავე ცენტრის ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.
დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ფლობს მაგისტრის ხარისხს სამართალმცოდნეობაში.