მარიამ გოგოსაშვილი
2020 წლის მარტიდან არის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი
მანამდე მარიამი მუშაობდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მედიის პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე. 2012-2013 წლებში კი ამავე ორგანიზაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის იურისტი იყო. 2013-2017 წლებში ის ხელმძღვანელობდა შპს „სტერეო +“-ის სამართლებრივ დეპარტამენტს.
მარიამ გოგოსაშვილი არის არაერთი კვლევითი ნაშრომის ავტორი მედიასამართალში.
იგი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს სამართალმცოდნეობაში, ასევე, მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). ამჟამად არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციების პროგრამის დოქტორანტი.