მარიამ სულაბერიძე
ა(ა)იპ „ოუფენ ნეტის“ დირექტორი
მარიამ სულაბერიძე ა(ა)იპ „ოუფენ ნეტს“ 2020 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობს. მას სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება აქვს. „ოუფენ ნეტის“ დირექტორობამდე, მარიამ სულაბერიძე კომუნიკაციების კომისიის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა. მისი საქმიანობა დაკავშირებულია სატელეკომუნიკაციო სფეროში ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებთან, როგორებიცაა ქვეყნის საერთაშორისო შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებთან დაახლოება და იმპლემენტაცია, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დარგობრივ გაერთიანებებთან ურთიერთობის წარმართვა და კოორდინაცია, ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის დარგის განვითარების მიზნით საერთაშორისო და სპეციალური პროექტების შემუშავება და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება. მარიამს ასევე აქვს როგორც სატელეკომუნიკაციო ოპერატორებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.