მზია გოგილაშვილი


დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი და აქვს საერთაშორისო ურთიერთობების მრავალწლიანი გამოცდილება სწრაფად მზარდ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში

2000 წლიდან მზია მუშაობს კომუნიკაციების კომისიაში – ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოში – საერთაშორისო ურთიერთობების მთავარ სპეციალისტად.

კომისიაში მუშაობის დაწყებამდე, მზია მუშაობდა კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროში, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, მთავარ სპეციალისტად; წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების გიმნაზიაში მასწავლებლად, მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტის ენობრივი მოდელირების დეპარტამენტში, უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად.

2005 წლიდან მზია არის მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის სამთავრობო საკონსულტაციო კომიტეტის წევრი; ამავდროულად, მზია არის ინტერნეტ-საზოგადოების საქართველოს განყოფილებისა და ასევე, .ge ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის საკონსულტაციო საბჭოს წევრი.