ნინო გრძელიშვილი 

საქართველოს კომუნიკაციების კომისიის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსი

 

ნინო გრძელიშვილს აქვს მრავალფეროვანი გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. 2014-2020 წლებში, საერთაშორისო ურთიერთობების, ევროინტეგრაციისა და ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის საკითხებზე მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში და საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2014 წელს, მან მოიპოვა რობერტ შუმანის სტიპენდია და იყო სტაჟიორ-მკვლევარი ევროპარლამენტში.
ნინო გრძელიშვილს 2011 წელს მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ხოლო 2014 წელს, მიიღო ევროპათმცოდნეობისა და კულტურათაშორისი კომუნიკაციის მაგისტრის ხარისხი ფულდას უნივერსიტეტში (გერანია), სადაც იგი გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურისა (DAAD) და ფონდის „ღია საზოგადოება“ დაფინანსებით სწავლობდა.
ნინო გრძელიშვილი არის პოლიტიკის მეცნიერებების დოქტორანტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.