პავლო პუშკარი
არის განყოფილების უფროსი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების დეპარტამენტში
დეპარტამენტის მანდატი მოიცავს რეკომენდაციების გაცემას იმ ღონისძიებების გატარების თაობაზე, რაც აუცილებელია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისთვის. ის არის ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შექმნილი გამოხატვის თავისუფლების სამუშაო ჯგუფის წევრი. 2002-2016 წლებში იგი მუშაობდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამდივნოში უფროს იურისტად და არა მოსამართლე მომხსენებლად. ევროპის საბჭომდე იგი მუშაობდა ადვოკატად საერთაშორისო დავის, საარბიტრაჟო და სისხლის სამართლის პროცესის სფეროებში, ასევე უკრაინის უზენაეს სასამართლოში საჯარო მოსამსახურის თანამდებობაზე. პუშკარს აქვს დოქტორის ხარისხი სისხლის სამართლის დარგში. ის არის კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული (სამართალმცოდნეობის ბაკალავრი და მაგისტრი); ნოტინჰემის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული (მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო სამართალში); ლონდონის ქუინს მერის კოლეჯის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული (დავების საერთაშორისო გადაწყვეტა). ამჟამად იგი ატარებს კვლევას საერთაშორისო სამართლის სფეროში ლუქსემბურგის მაქს პლანკის ევროპული საპროცესო სამართლის ინსტიტუტში. მისი პროფესიული კვლევის ინტერესები ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლების სხვა უფლებებთან ურთიერთქმედების საკითხებს, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლებას, აგრეთვე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ჟურნალისტთა უსაფრთხოებას და ჟურნალისტურ წყაროებს.