Google Webmaster Tools Meta Tag for site verification

ფორუმის შესახებ

 საქართველოს პირველი ინტერნეტმმართველობის ფორუმი ჩატარდა 2015 წელს.
2016 წელს ფორუმში გაერთიანდა 30-მდე ორგანიზაცია და ფიზიკური პირი.

საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ფორუმი აერთიანებს საქართველოს ინტერნეტმმართველობის საკითხებით დაინტერესებული პირებს და მისის წევრობა თავისუფალია.

საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ფორუმი მიზნად ისახავს ხელი შუწყოს ინტერნეტმმართვლეობასთან დაკავშირებული საკითხების საჯარო კონსულტაციების პროცესს და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას ადგილობრივი პრობლემების იდენტიფიცირებას და განხილვაში, უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული პირის უშუალო ან დისტანციური ჩართულობა ფორუმის ან სხვა მსგავსი ღონისძიების მიმდინარეობისას და უზრუნველყოს სახელმწიფო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის, აკადემიური წრეებისა და ტექნიკური საზოგადოების ჩართულობა.

ინტერნეტ-მმართველობის ფორუმში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, გაწევრიანება ხორციელდება სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე და არ წარმოშობს რაიმე ტიპის ფინანსურ ან სხვა სახის ვალდებულებებს. ამ საზოგადოების წევრობა ღიაა და მიმართვის საფუძველზე, ყველა დაინტერესებული პირი ხდება მისი წევრი მიმართვის წარდგენისთანავე.

ფორუმის საქმიანობის უმთავრესი პრინციპები წარმოდგენილია მრავალმხრივ შეთანხმებაში, კერძოდ:
• ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების დაცვა ინტერნეტში,
დემოკრატიული პროცესების და კანონის უზენაესობის ხელშეწყობა;
• ინტერნეტ-მმართველობის განხორციელების ხელშეწყობა ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით;
• საერთაშორისო რეგულაციების და ქვეყნის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა;
• მომხმარებლების უფლებების და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა;
• ინტერნეტის უნივერსალიზაციის ხელშეწყობა;
• ინტერნეტის უსაფრთხოების და საიმედოობის, მდგრადობის და სანდოობის ხელშეწყობა;
• ინტერნეტ-მმართველობის დეცენტრალიზებული და სოციალურ
პასუხისმგებლობაზე დამყარებული მიდგომების ჩამოყალიბების მხარდაჭერა;
• ინტერნეტ სექტორში ინოვაციების, ახალი ტექნოლოგიების და სერვისების
დანერგვის ხელშეწყობა;
• ღია დაშვების და მომხმარებლისთვის არჩევანის თავისუფლების პრინციპების დანერგვა;
• ინტერნეტში კულტურული და ლინგვისტური მრავალფეროვნების ხელშეწყობა, ლოკალური შინაარსის მოცულობის ზრდის განვითარების ხელშეწყობა.

ფორუმის წესდება ემყარება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) და ინტერნეტ მმართველობის ფორუმის სამდივნოს რეკომენდაციებს და საუკეთესო პრაქტიკას და გულისხმობს ფორუმის დღის წესრიგის შემუშავების მრავალმხრივი ჩართულობის მოდელს, ფორუმის ორგანიზებას მინიმალური დანახარჯებით და მაქსიმალურ გამჭვირვალობას, მხარეთა მაქსიმალურ ჩართულობით.

ინტერნეტ მმართველობის ფორუმს საფუძვლად უდევს ყველა დაინტერესებული მხარის თანამშრომლობა, სადაც ჩართულია 5 დაინტერესებული ჯგუფი: სამთავრობო, კერძო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება, სამეცნიერო – საგანმანათლებლო და ტექნოლოგიების სფეროს სპეციალისტები და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

ფორუმის ყველა მონაწილე თანამშრომლობს, როგორც თანაბარი დონის პარტნიორი. ფორუმის მხარდაჭერის სურვილი გამოთქვეს ევროპის საბჭოს (CoE), ISOC-ის ევროპული ოფისის, RIPE NCC-ის და ICANN-ის წარმომადგენლებმა.