თამარ კობახიძე

2019 წლიდან ხელმძღვანელობს ევროპის საბჭოს მედიისა და ინტერნეტის პროექტს საქართველოში. მას აქვს მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება საერთაშორისო, კერძო და საჯარო ორგანიზაციებში. 2019 წლამდე მას ეკავა მრჩეველი-იურისტის პოზიცია ევროპის საბჭოს იურიდიულ დეპარტამენტში (სტრასბურგი, საფრანგეთი), ასევე იურისტის პოზიცია საერთაშორისო კერძო იურიდიულ კომპანიაში “BNT Attorneys at Law” (რიგა, ლატვია). თამარი იყო სამმართველოს უფროსი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმომადგენლობის დეპარტამენტში. იგი ასევე იყო რიგის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი საერთაშორისო არბიტრაჟისა და საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის დარგში.

ბოლო წლებში თამარის პროფესიული საქმიანობის სფეროა მედიის, ინტერნეტ მმართველობისა და პერსონალური მონაცემთა დაცვის ხელშეწყობა საქართველოში.