1.    შესავალი

1.1.      საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ფორუმი ფუძნდება საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ყველა დაინტერესებული პირის ან მათი წარმომადგენლების მიერ, სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე. ამ დოკუმენტის ხელმომწერი ყველა პირი წარმოადგენს მის დამფუძნებელს;

1.2.       საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ფორუმი ხელს შეუწყობს ადგილობრივი ინტერნეტ-მმართველობის დიალოგს და ყველა პროცესებისა და კონსულტაციების ღიაობას;

1.3.      საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ფორუმის ორგანიზატორები აცნობიერებენ რა ყველა დაინტერესებული მხარის ინტერნეტ-მმართველობის დისკუსიებსა და პროცესებში ჩართულობის მნიშვნელობას, იწვევენ ყველა დაინტერესებულ მხარეს აღნიშნულ პროცესებში ჩასართავად.

1.4.      ინტერნეტ მმართველოფის ფორუმი ფუძნდება საქართველოს ინტენრეტ მმართველობის საკთხებთან დაკავშირებული დიანტერესებული პირების აის მიერ სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე და ამ დოკუმენტის ხელმწომწერი ყველა პირი წარმოადგენს მის დამფუძნებელს .

 

2.    მისია

2.1 საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმი ხელს შეუწყობს ლოკალური ინტენრეტ მმართველობის საკითხების შესახებ დიალოგს და ყველა პროცესების და კონსულტაციების ღიაობას, ასევე ინტერნეტის მმართველობის საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. აღნიშნულით ფორუმს შეაქვს წვლილი პროცესებში მრავალმხრივი ჩართულობის მიდგომის ჩამოყალიბებაში, როგორც ახალი, მხარეების ჩართულობის დემოკრატიული ფორმის, დამკვიდრებაში;

2.2 საქართველოს ინტერნეტის მმართველობის ფორუმის ინიციატივა აჩქარებს დიალოგს ყველა დიანტერესებულ მხარეს შორის; კერძოდ: სამთავრობო, საპარლამენტო, კერძო სექტორს, სამოქალაქო საზოგადეობასა და ტექნიკურ საზოგადოებას შორის. აღნიშნულმა ფორუმმა უნდა შეცვალოს საქართველოს ინტერნეტის მმართველობის მრავალმხრივი ჩართულობის მოდელების დამკვიდრებისკენ სვლას.

3. საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ფორუმის ინციატივის პრინციპები

3.1 საქართველოს ინტენრეტ-მმართველობის ფორუმის 10 სახელმძღვანელოს პრინციპია:

1.        ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების დაცვა ინტერნეტში, დემოკრატიული პროცესების და კანონის უზენაესობის ხელშეწყობა;

2.        ინტერნეტ-მმართველობის განხორციელება ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით;

3.        საერთაშორისო რეგუალციების და ქვეყნის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა;

4.        მომხმარებელბის უფლებების და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა;

5.        ინტერნეტის უნივერსალიზაციის ხელშეწყობა;

6.        ინტერნეტის უსაფრთხოების და საიმედოობის, მდგრადობის და სანდოობის ხელშეწყობა;

7.        ინტენრეტ-მმართველობის დეცენტრალიზებული და სოციალურ პასუხიმსგებლობაზე დამყარებული მიდგომების ჩამოყალიბების მხარდაჭერა;

8.        ინტერნეტ სექტორში ინოვაციების და ახალი ტექნოლოგიების და სერვისების დანერგვის ხელშეწყობა;

9.        ღია დაშვების და მომხმარბებისთვის არჩევანის თავისუფლების პრინციპების დანერგვა;

10.     კულტურული და ლინგვისტური მრავალფეროვნების ხელშეწყობა ინტერნეტში, ლოკალური კონტენტის მოცულობის ზრდის განვითარება.

3.2. ინტენრეტ-მმართველობის ფორუმის მიერ შეთანხმებული რეკომენდაცია და მიწოდება, უნდა შეესაბამებოდეს ზემოთ ჩამთვლილ 10 პრინციპს.

 

 

4. საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ფორუმის ინციატივის მიზნები

4.1. საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ფორუმი დაფუძნებულია ღია კონსულტაციების გზით, კონკრეტული პრობლემური საკითხების იდენტიფიცირებისათვის და საუკეთესო პრაქტიკის გასზაირებლად, ყველა დონეზე;

4.2. საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ინციატივა ემყარება ინტერნეტ-საზოგადოებიდან მომავალი ე.წ. Bottom up”, და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობის მიდგომების პრინციპსა და მიზნად ისახავს:

·       ხელი შუწყოს საჯარო კონსულტაციების პროცესს და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას ადგილობრივი პრობლემების იდენტიფიცირებასა და განხილვაში;

·       შესთავაზოს დაინტერესებულ მხარეებს ელექტრონული საშუალებები გამოკვლევებისათვის ან   მოსაზრებების მოწოდებისთვის;

·       უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული პირის დისტანციური ჩართულობა ფორუმის ან სხვა მსგავსი ღონისიძიების მიმდინარეობისას;

·       უზრუნველყოს სახელმწიფო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესის, აკადემიური წერეების და ტექნიკური საზოგადეობის ჩართულობა;

4.3 ფორუმის შინაარსი უნდა ასახავდეს ყველა ჯგუფის ინტერესებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს ადგილობრივ საჭიროებებს. ფორუმის ღონსიძიების პროგრამა არ უნდა პასუხობდეს ერთი რომელიმე კონკრეტული ჯგუფის ინტერესებს.

 

5.    ინტერნეტ-მმართველობის ფორუმის სტრუქტურა

5.1 ინტერნეტ-მმართველობის ფორუმი ფუძნდება ამ დოკუმენტის ხელმომწერი პირების ან მათი წარმოამდგენლების მიერ (შემდგომში „ინტერნეტ-მმართველობის საზოგადოება“). მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, ხორციელდება სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე და არ წარმოშობს რაიმე ტიპის ფინანსურ ან სხვა სახის ვალდებულებებს;

5.2 „ინტერნეტ-მმართველობის საზოგადოება“ ამ წესდებით დადგენილი წესით, ერთი წლის ვადით, ირჩევს საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ფორუმის საბჭოს, ამ წესდების 5.3 მუხლით დადგენილი კვოტების მიხედვით;

5.3 საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ფორუმის საბჭოში დაინტერესებული პირები ნაწილდება შედეგ 5 ჯგუფად: სამთავრობო, კომერციული, არასამთავრობო, აკადემიური (ტექნიკური საზოგადოების წარმომადგენლები) და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამავე კომიტეტის შემადგენლობაში დამატებით შედიან „ინტერნეტ-მმართველობის საზოგადოების“ ფორუმის „მასპინძლები“ როგორც სახელმწიფო სექტორიდან, ასევე არასამთავრობო ან სხვა სექტორიდან.

საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ფორუმის საბჭოში კვოტები ნაწილდება შემდეგი პრინციპით:

– სამთავრობო სექტორი – 4 წარმოამდგენელი

– კომერციული სექტორი – 4 წარმომადგენელი

– არასამთავრობო ორგანიზაციები – 4 წარმომადგენელი;

– აკადემიური (ტექნიკური საზოგადეობის წარმომადგენელბი) სექტორი – 4 წარმომადგენელი

– საერთაშორისო ორგანიზაციები – 4 წარმომადგენელი .

„ინტერნეტ-მმართველობის საზოგადოების“ მიერ შერჩეული 2 ორგანიზაცია სახელდება ფორუმის „მასპინძლებად“ (შემდგომში „მასპინძლები“). „მასპინძლები“ შედგება როგორც სახელმწიფო სექტორის, ასევე არასამთავრობო ან სხვა სექტორის წარმომადგენლებისგან – თითოეულიდან თითო წარმომადგენელი, მთლიანობაში 22 წარმომადგენელი;

5.4 საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმის საბჭოს წარმომადგენლებს შეარჩევენ „ინტერნეტ- მმართველობის საზოგადოების“ დამსწრე პირები; ინტერნეტ მმართველობის საბჭოში ინტერესთა ჯგუფის წარმოამდგენელბის შერჩევა ხდება დაინტერესებული ჯგუფის წევრების მიერ „ინტერნეტ მმართველობის საზოგადოების“ დამსწრე პირებიდან.

5.5 „ინტერნეტ-მმართველობის ფორუმის საბჭო“ ამტკიცებს ინტერნეტ-მმართველობის ფორუმის წლის განმავლობაში გასამართი ღონისძიებების სამოქმედო გეგმას და დღის წესრიგს;

5.6. „საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ფორუმის საბჭო“, თავისი შემადგენლობიდან, საორგანიზიაციო და სხვა მიმდინარე საკითხების მომზადების მიზნით, შეარჩევს „საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ფორუმის კომიტეტს“. აღნიშნულ კომიტეტში შედიან როგორც „მასპინძელი“ ორგანიზაციების თითო წარმომადგენელი (სულ 2 წარმომადგენელი), ასევე 3 წარმომადგენელი საბჭოს თემატური ჯგუფებიდან. „საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ფორუმის კომიტეტს“, კოორდინირების მიზნით, ჰყავს აღმასრულებელი მდივანი, რომლის ვალდებულებებში შედის საორგანიზაციო და სხვა მიმდინარე საკითხების მომზადება;

5.7 ინტენრეტ-მმართველობის ფორუმს ჰყავს მხარდმჭერი ორგანიზაციები, რომელთა წვლილი განისაზღვრება სხვადასხვა მხარდამჭერი აქტივობით, მათ შორის ღონისიძიების ცალკეული მიმართულებების დაფინანსებით. მხარდამჭერ ორგანიზაციებს არა აქვთ უფლება, რაიმე ფორმით გავლენა მოახდინონ ფორუმის დღის წესრიგის განსაზღვრაზე;

5.8 ფორუმის ყველა რგოლში გადაწყვეტილებები მიიღება ხმათა უმრავლესობით.

 

6. მხარეების ჩართულობა

6.1 საორგანიზაციო კომიტეტი

ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტი, ღონისძიების დღის წესრიგის შესადგენად ინტერნეტ საზოგადოების სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მოსაზრებების და ხედვის მოსაპოვებლად, უზრუნველყოფს ონლაინ გამოკითხვების სივრცეს, ინფორმაციის შეგროვებასა და დაჯგუფებას და ასევე, აღნიშნული ინფორმაციის გატანას „ინტერნეტ-მმართველობის ფორუმის საბჭოზე“ დღის კონკრეტული წლის ფორუმის დღის წესრიგის დასამტკიცებლად. აღნიშნული ქმედებით კომიტეტი ხელს უწყობს ფორუმს, მოიცვას განსხვავებული აუდიტორია და დაინტერესებული ჯგუფები;

6.2 საორგანიზაციო კომიტეტის მდივანი, კომიტეტეტის წევრებთან ერთად, კორდინაციას უწევს სტრატეგიული მიმართულებების შემუშავებას. ამასთანავე, იგი გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს საორგანზიაციო საქმიანობის საკითხების ჩამოყალიბება-განაწილების, ლოგისტიკის, დღის წესრიგის დიზაინის, სათანადოდ გაშუქებისა და სპონსორების მოძიების მიმართულებით, რაც უზრუნველოყოფს ღონიძიების წარმატებას.

6.3 საორგანიზაციო კომიტეტის წევრები თანხმდებიან ღონისძიების მიზნებზე, ძირითად პრინციპებზე, სამუშაო გეგმასა და დღის წესრიგზე და დასამტკიცებლად წარუდგენენ კომიტეტს. საორგანიზაციო კომიტეტი ქმნის ვებ-პლატფორმას და/ან ორგანიზებას გაუწევს ადგილობრივ ან რეგიონულ საჯარო შეხვედრებს ღონისძიების წინამოსამზადებელი საკითხების შესაჯერებლად.

6.4 საქართველოს ინტერნეტ-მართვის ფორუმის კომიტეტი ყოველწლიურად აკომპლექტებს ადგილობრვ მოხალისეების გუნდს (არაუმეტეს 12 ადამიანი), შემდეგი პრინციპების გათვალისწინებით:

–       ნაკლები კანდიდატი მოგობრული ნიშნით;

–       სხვადასხვა გამოცდილების, მქონე პირები.

 

6.5 ფორუმის მენეჯმენტი

ფორუმის საბჭო ამტკიცებს კომიტეტის მიერ შემუშავებულ სამუშაო გეგმას და გეგმის შესრულების გრაფიკს; ასევე, განსაზღვრავს გუნდის წევრების პასუხისმგებლობებსა და აკონტროლებს მათ მიერ შესრულებულ სამუშაოს. მინიმუმ ორ კვირაში ერთხელ ხდება ინფორმაციის მიწოდება საბჭოსთვის კომიტეტის ამოცანების განხორციელების პროგრესის მონიტორინგის მიზნით. ამავე შეხვედრებზე დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯებიც. პროექტის მართვის ელ.სისტემის მეშვეობით განხორციელდება ინფორმაციის მიწოდება ინტერნეტ-მმართველობის ფორუმის ყველა წევრისათვის.

 

7. ფორუმის ჩატარების დღე

7.1 ღონისძების ჩატარებამდე ერთი კვირთ ადრე ფორუმის მენეჯმენტი ადასტურებს ღონისძიებასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს, როგორებიც არის: ჩატარების ადგილი, მომხსენებლები და ყველა სხვა ლოგისტიკური თუ საორგანიზაციო საკითხი. ფორუმის ორგანიზატორებს შორის კომუნიკაცია განხორციელდება ისეთი ჩატ პროგრამების გამოყენებით, რომლებიც მოერგება შიდა მოთხოვნებს;

7.2 ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტი ქმნის ღონისძიების დღესთან დაკავშირებული ამოცანების საკონტროლო სიას. ონლიან პლატფორმების გამოყენებით საკონტროლო სია, საორგანიზაციო ამოცანების შემცველ დოკუმენტებთან ერთად,   ხელმისაწვდომი უნდა იყოს გუნდის ყველა წევრისათვის. პრობლემური საკითხები უნდა გადაწყდეს წინასწარ შეთანხმებული გეგმის მიხედვით.

8. ფორუმის ჩატარების ადგილი და სივრცე

ფორუმის ორგანიზატორებმა უნდა შეარჩიონ ღონისძიების გასამართი ადგილი: ფასის, გამომსვლელების მოთხოვნებისა და ფორუმის მასშტაბებიდან გამომდინარე. ასევე, გათვალისწინებული უნდა იყოს ბიუჯეტის მოცულობა. ორგანიზატორები უნდა შეეცადონ, შეძლებისდაგვარად შეამცირონ ფორუმის ჩასატარებელი ბიუჯეტი.

9. ფორუმის დღის წესრიგი და პროგრამა

ყველა დაინტერესებულ მხარეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს ფორუმის პროგრამის შედგენაში. ღონისძიების პროგრამა უნდა იყოს მაქსიმალურად ორიენტირებული ადგილობრივ პრობლემებზე და საშუალება მისცეს ყველა დაინტერესებულ და ასევე, განსხვავებული შეხედულების მქონე მხარეს, გამოთქვას თავისი აზრი. ღონისძიების დღის წესრიგი არ უნდა იყოს გადატვირთული და სასურველია, დასრულდეს ერთი დღეში. ღონისძიების ჩატარების დღის წესრიგი, გამოსვლებთან ერთად, უნდა ითვალისწინებდეს კომენტარებისა და დისკუსიების დროსაც. ღონისძიების ბოლოს უნდა გაიმართოს შემაჯამებელი სხდომა, რომლის დროსაც შეჯერდება ფორუმის დროს გამართული დისკუსიები. შემაჯამებელი სხდომა საშუალებას მისცემს ორგანიზატორებს, მოამზადონ შემაჯამებელი ანგარიში. შემაჯამებელი ანგარიში მზადდება კომიტეტის მიერ და ამტკიცებს საბჭო.

10. ფორუმის მედია მხარდაჭერა და ბრენდინგი

10.1 ფორუმის ჩატარდება IGF-საქართველოს ან GEO IGF-ის სახელის ქვეშ. ფორუმის ვებ-გვერდის მისამართი იქნება www.geoigf.ge. მოცემულ ვებ-გვერდზე განთავსდება ფორუმთან დაკავშირებული ინფორმაცია: დღის წესრიგი, გამომსვლელები და თემები. ვებ-გვერდის მეშვეოიბთ შესაძლებელი იქნება მონაწილე პირების რეგისტრაციაც და ინფორმაციის გამოწერაც. ფორუმი უნდა გაშუქდეს ონლაინ პლატფორმების გამოყენებითაც. შეიქმნება ანგარიშები სოციალური მედიის ვებ-გვერდებზე, სადაც ყოველდღიურად განახლდება ინფორმაცია;

10.2 ფორუმის „ონლაინ სტრიმინგი“ საშუალებას მიცემს სხვადასხვა ქვეყნაში მყოფ დაინტერესებულ პირებს, თვალყური ადევნონ ღონისძიებას. ფორუმის კომიტეტის წევრები სოციალური მედიისა და ციფრული კომუნიკაციის გამოყენებით, შეეცდებიან, ხმა მიაწვდინონ მაქსიმალურად ბევრ დაინტერესებულ ადამიანს. ღონისძიების ფარგლებში განსახილველი თემები ონლაინ პლატფორმებზე დაანონსდება. მოეწყობა თემების ონლაინ განხილვები დაინტერესებული პრიებისათვის. ყოველივე ზემოთქმული მიზნად ისახავს დაინტერესებული პირების მაღალ აქტივობასა და მაქსიმალურ ჩართულობას.

10.3 ფორუმის ორგანიზებისას გათვალისწინებული უნდა იყოს გეოგრაფიული, გენდერული და მრავალმხრივი ჩართულობის პრინციპი. ორგანიზატორები უზრუნველყოფენ მონაწილეთა სრულფასოვან, ინტერაქტიურ ჩართულობას ღონისძიებაში, რაც გამოიხატება კომენტარებისა და შეფასების შესაძლებლობის უზრუნველყოფაში. ფორუმის ორგანიზატორებმა უნდა შექმნან უკუკავშირის არხი იმისათვის, რომ ფორუმის ჩატარების შემდგომ, განხორციელდეს მონაწილეთა გამოხმაურებებისა და შეფასებების შეგროვება და შემდგომი ანალიზი, მომდევნო წელს ჩასატარებელი ღონისძიებისათვის. უკუკავშირის მეთოდიკაში გამოყენებული უნდა იყოს სოციალური მედია და ელ. ფოსტა. ყოველ სესიაზე უზრუნველყოფილი იქნება ვიდეო-გადაღება დისტანციური მონაწილეებისათვის, რაც უნდა გამოცხადდეს ღონისძიების დასასწყისშივე. საკუთარი პრეზენტაციისას გამოყენებულ მასალებზე პასუხისმგებელი უნდა იყოს თავად გამომსვლელი;

10.4 ღონისძიება უნდა გაიმართოს მეგობრულ გარემოში ამის დადასტურება იქნება მონაწილეთა ფოტო და ვიდეო-მასალა. სამუშაო ჯგუფი მონიტორინგს განახორციელებს კომუნიკაციის არხებით – ძირითადად, სოც. მედიით შემოსულ კონტენტს, განათავსებს ოფიციალურ ვებ-გვერდზე და გამოიყენებს ანალიზისათვის. ფორუმის ორგანიზატორები შექმნიან კონტენტის ბანკს, სადაც თავს მოიყრის ფოტო აუდიო თუ ბმულები რომელიც ფორუმის ჰეშთეგის ქვეშ დაიდო. მაგალითად, ფორუმის გუნდი შეკრებს ფოტო, ვიდეო და ტექსტურ ინფორმაციას რომელიც განთავსდა სხვადასხვა სოც.ქსელების გვერდებზე ფორუმის ოფიციალური ჰეშთეგის ქვეშ და მოწესრიგებულად განათავსებს მათ ვებ გვერდზე. ორგანიზატორები შექმნიან ანგარიშს youtube.com-ზე, სადაც შესაბამისი ჰეშთეგის ქვეშ განთავსდება ოფიციალური ვიდეო-რგოლები, ასევე ფოტო ალბომს ფორუმის ოფიციალურ ვებ გვერდზე.

10.5 ფორუმის მიმდინარეობისას შექმნილი განხილვების ამსახველი დოკუმენტაცია შეინახება ელექტრონულად. მოხალისეები ასევე დაადოკუმენტირებენ მნიშვნელოვან დიალოგებს, განხილვებს, გადაწყვეტილებებსა და შეთანხმებებს. კონტენტის შეგროვების პროცესი იქნება გამჭვირვალე და ნეიტრალური.კონტენტი ხელმისაწვდომი იქნება ფორმის ინტერნეტგვერდზე.

11. მხარდამჭერები და ფინანსირება

მხარდამჭერი ორგანიზაციებისათვის ცხადად იქნება განმარტებული ფორუმის მიზნები და ამოცანები. ფორუმის ფინანსირებისას გამოყენებული იქნება მატერიალური ან ფულადი შემოწირულობების ფორმა, რომელიც დააფინანსებს:

·       ღონისძიების ჩასატარებელ ფართს

·       ყავისა და სადილის შესვენებებს

·       სოციალურ ღონისძიებას და სხვა.

·       ინტერნეტ-გვერდის და ონალინ ტრანსლირების აქტივობებს.

·       სხვა აქტივობებს რომელი პირდაპირ უკავშირდება ფორუმის ორგანზიაების საქმეებს და შეთანხმებულის კომიტეტის მიერ საბჭოსთან.

ფორუმის ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და უზრუნველყოფილი იქნება ელექტრონული რეგისტრაციის წესი. ფორუმის ორგანიზატორები გამჭვირვალედ წარმართავენ ფინანსური სახსრების მიმოქცევის მონიტორინგს და საბოლოო ანგარიშში ასახავენ ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილს.

 

12. ღონისძიების შემდგომი პერიოდი და სამოქმედო გეგმა

ღონისძიების დასასრულ, შეიქმნება საანგარიშო დოკუმენტი, რომელშიც თავმოყრილი იქნება ყველა რეკომენდაცია ღონისძიების ფარგლებში განხილული საკითხების გარშემო.

მოცემულ დოკუმენტში შესული რეკომენდაციები დაკავშირებული იქნება გადამწყვეტ საკითხებთან და ამასთან ერთად, დოკუმენტში იქნება აღწერილი სამოქმედო გეგმა თითოეულ ამ საკითხთან მიმართებაში. ორგანიზატორები, უკუკავშირის გამოყენებით, შეაგროვებენ გამოხმაურებებს როგორც მონაწილეების, ასევე – მომხსენებლების მხრიდან. ორგანიზატორები შექმნიან საკომუნიკაციო გარემოს და სპეციალურ ჯგუფებს ინტერნეტში, რომლის მეშვეობითაც გაგრძლედება ონლაინ დისკუსიები (მ.გ. ელ.ფოსტა, სოციალური მედია და სხვა.).