2022 წლის 19-22 ნოემბერს, საქართველოში ინტერნეტ მმართველობის რიგით მერვე ფორუმი – GeoIGF 2022 ჩატარდება. ღონისძიების ფარგლებში, პირველად საქართველოში, ინტერნეტმმართველობის ახალგაზრდული ფორუმიც გაიმართება.
ღონისძიების მხარდამჭერები: ღონისძიების კოორდინატორია მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია (TOA), ფორუმის მასპინძელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს კომუნიკაციების კომისია და ინტერნეტ საზოგადოება საქართველო(ISOC Georgia). ღონისძიების ინსტიტუციური მხარდამჭერია ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.
ფორუმის მიზანია ინტერნეტ-სფეროს, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კომუნიკაციების საკითხებზე დიალოგის წახალისება; გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა.
📌 ფორუმის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსიები თემებზე – ხელოვნური ინტელექტი, მისი შესაძლებლობები და გამოწვევები; დეზინფორმაცია საქართველოს ინტერნეტ სივრცეში; ფართოზოლოვანი საქართველო – არსებული მდგომარეობა და გამოწვევები, საქართველოში ციფრული ჰაბის განვითარების პერსპექტივები; გახსნილი ტელეკომ ბაზარი და მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების დაშვების პერსპექტივები; 5G მზაობა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის როლი ქვეყნის განვითარებაში; ინტერნეტის ხარისხი; სათემო ინტერნეტ ქსელების განვითარება; ინტერნეტ კონტენტის თვითრეგულირება; ქართული ენა ინტერნეტ-სამყაროში; კიბერუსაფრთხოება და ციფრული უფლებები; პანდემიით ინსპირირებული ინოვაციები და პერსონალური მონაცემების დაცვა; ციფრული წიგნიერება და მზაობა, სხვადასხვა სექტორების როლი ამ პროცესში; ვირტუალური მობილური ოპერირების განვითარების საკითხები და სხვა.
👉 ფორუმის ფარგლებში, წარდგენილი იქნება ინტერნეტსფეროს განვითარების მიმართულებით დაგეგმილი ინიციატივები მოწვეული სტუმრებისათვის, მათი მხარდაჭერისა და ინტერესის მოპოვების მიზნით.
ფორუმზე დასასწრებად, აუცილებელია რეგისტრაციის გავლა შემდეგი ბმულის გამოყენებით: რეგისტრაცია