თეონა ტურაშვილი
მედია, ინტერნეტი და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
თეონა ტურაშვილი IDFI-ში ხელმძღვანელობს მედია, ინტერნეტისა და ინოვაციების პროგრამას. 2012 წლიდან თეონა ჩართული იყო და ასევე, კოორდინაციას უწევდა ათობით პროექტს ინტერნეტის, ელექტრონული მმართველობის, კარგი მმართველობისა და ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის საკითხებზე. თეონა ასევე არის ამავე საკითხებზე მომზადებული კვლევების, ანგარიშებისა და ანალიტიკური ნაშრომების ავტორი.
თეონას ვარშავის უნივერსიტეტიდან მიღებული აქვს სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი. ასევე, იგი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის პროგრამის, „ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში“, მაგისტრი. ამავე უნივერსიტეტში მან მიიღო სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი.
მისი ინტერესის სფეროებია: ელექტრონული მმართველობა, ინტერნეტი, პოლიტიკური პარტიები, რეგიონული კვლევები, ღია მონაცემები, კარგი მმართველობა, ადგილობრივი თვითმმართველობა.