კრის ბაკრიჯი
ექსპერტიზა: ინტერნეტ მმართველობა, IPv6

 

კრის ბაკრიჯი RIPE NCC–ის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსია. მისი საქმიანობის ძირითადი მიზანია სტეიკჰოდერების ჩართვა სხვადასხვა საკითხებში. იგი ურთიერთობს ბევრ საერთაშორისო ინსტიტუტთან, მათ შორის არიან RIPE NCC–ის წევრები, მთავრობები, სამართალდამცავი ორგანოები (LEA) და საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა გაერო, ევროკომისია, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანება (ITU). კრისი მეთვალყურეობს საგარეო ურთიერთობების ჯგუფებს ამსტერდამში, დუბაიში და მოსკოვში.
ავსტრალიაში, ბრისბენში დაბადებულმა კრისმა დაიწყო მუშაობა აზიისა და წყნარი ოკეანის ქსელის საინფორმაციო ცენტრში (APNIC) 2003 წელს, სანამ ამსტერდამში გადასახლდა 2006 წელს და დაინიშნა პოზიცია RIPE NCC–ის კომუნიკაციების დეპარტამენტში. ის გარე ურთიერთობების განყოფილებაში გადავიდა 2010 წელს, როდესაც დეპარტამენტი დაარსდა.