ნიკოლოზ სიმონიშვილი
არის სამართლის მაგისტრი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. ნიკოლოზი 2013 წლიდან იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტი, ხოლო 2015 წლიდან ადვოკატი, 2017-2018 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატში, 2018 წლიდან მუშაობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, სადაც ის იკავებდა საპარლამენტო მდივნის თანამდებობას, ხოლო 2020 წლის მარტიდან არის მედიის მიმართულების პროექტის ხელმძღვანელი. ნიკოლოზი არის ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების კონსულტანტი კანონმდებლობის რეფორმისა და ინსტიტუციური საჭიროებების კვლევის საკითხებში.