ნატა გოდერძიშვილი
არის სამართლისა და საჯარო პოლიტიკის 15 წლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი, რომლის პროფესიული მოღვაწეობა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა საჯარო და ადმინისტრაციულ კანონმდებლობა, საერთაშორისო და ელ-ბიზნესი, კარგი მმართველობა და ელ-მმართველობა, კიბერუსაფრთხოება და საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკა და სამართალი.
ნატამ მუშაობა კერძო სექტორში დაიწყო, შემდგომ სამსახურებრივი კარიერა გააგრძელა იუსტიციის სამინისტროში უცხო ქვეყნების საარბიტრაჟო სასამართლოებში ქვეყნის წარმომადგენლად, უფრო მოგვიანებით კი საერთაშორისო დახმარების პროექტებში საქმიანობდა (USAID) როგორც იურიდიული კონსულტანტი, ხოლო ამჟამად ციფრული მმართველობის სააგენტოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიულ, იურიდიულ და საერთაშორისო მიმართულებებს ხელმძღვანელობს. ნატას აქტიური მონაწილეობით შემუშავდა საქართველოს ელ-მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სამართლებრივი ბაზა, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტები და ასევე ერთიანი ეროვნული სტრატეგიული ჩარჩო – საქართველოს მთავრობის პოლიტიკის დოკუმენტი ელ-მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში. ნატას ჩართულობით საქართველომ დაამყარა მჭიდრო ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობითი ურთიერთობები ელ-მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში არაერთ პარტნიორ ქვეყანასთან. ნატას არის ერთადერთი ქართველი იურისტი, რომელიც ფლობს SANS ინსტიტუტის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების სამართლის საერთაშორისო დონის სერტიფიკატს.