ბექა ქენქაძე
კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი იურისტი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური
ბექა ქენქაძეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში აქვს 5 წლიანი გამოცდილება.
2018 წლიდან დასაქმებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, სადაც ამჟამად კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი იურისტის თანამდებობა უკავია.
მოპოვებული აქვს სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი – კავკასიის უნივერსიტეტში და საერთაშორისო ბიზნეს სამართლის მაგისტრის დიპლომი – ტალინის უნივერსიტეტში. ესტონეთში სწავლის პერიოდში დაცული აქვს სამაგისტრო ნაშრომი თემაზე – „პერსონალური მონაცემების დაცვა ელექტრონულ სერვისებში. ევროკავშირის სამართლის და სასამართლო გადაწყვეტილებების კრიტიკული ანალიზი“.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე სტატიები გამოქვეყნებული აქვს ქართულ და ინგლისურ ენებზე.