სოფიო ჯიაძე
სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე

სოფიო ჯიაძეს საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორში საქმიანობის 16 წლიანი გამოცდილება აქვს. მან საქმიანობა სამოქალაქო სექტორში მოხალისეობრივ საწყისებზე დაიწყო. 2004-2011 წლებში სხვადასხვა მედიასაშუალებებში ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას.
2011 წლიდან საქმიანობა საჯარო სექტორში გააგრძელა. 2011-2019 წლებში ფინანსთა სამინისტროს აკადემიასა და საქართველოს პროკურატურაში მუშაობდა სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე. მისი საქმიანობის ძირითად სფეროს ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, საგანმანათლებლო პროექტები, ადამიანური რესურსების განვითარება, სტაჟირების პროექტების განვითარება, ახალი კვალიფიციური კადრების მოზიდვა და შერჩევა, სიახლეებისა და პროექტების ინიცირება, საგანმანათლებლო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა წარმოადგენდა.
2019 წლიდან საქმიანობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში თავდაპირველად ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის, ხოლო შემდგომ სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილის თანამდებობაზე გააგრძელა. სოფიო ჯიაძე სამსახურის ადმინისტრაციულ, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებებს ხელმძღვანელობს.
2001-2005 წლებში დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტელე-რადიოჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 2006-2008 წლებში კი მიენიჭა სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი.